logo
ENG



ყაზახეთში, კასპიის ზღვაში სწავლებისას შტორმის გამო სულ მცირე 9 ჯარისკაცი დაიღუპა

24 სექ 202619:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/24/5yskqss6rdifcbl.jpg

კასპიის ზღვაში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო-საზღვაო სწავლებების დროს მომხდარ ტრაგედიას სულ მცირე ცხრა ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. უამინდობისა და ძლიერი შტორმის გამო წყალმა 19 სამხედრო მოსამსახურე ჩაითრია.

დადასტურებული ინფორმაციით, მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ცხრა სამხედროს სიკვდილი კი ოფიციალურად დადასტურდა. დანარჩენი დაკარგულების მოსაძებნად ამ წუთებშიც მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ძალები, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და ავიაცია მონაწილეობენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს. გამოცემა Lada.kz-ის რეპორტიორი იუწყება, რომ წყლიდან კიდევ ორი ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო ტელეარხ „ატამეკენის“ ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 12-ს მიაღწია, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ეს მონაცემები ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.


close დახურვა