logo
ENG



კასპში გარდაცვლილ ახალშობილთან დაკავშირებით ექსპერტიზა მიმდინარეობს 

04 ივლ 202012:18
3 წუთის საკითხავი
clock 289

კასპში გარდაცვლილი ახალშობილი ბავშვის დედა ჯერჯერობით დაკავებული არ არის და არც ბრალი აქვს წარდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზა დანიშნა, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა 30 წლის ქალს ეს ბავშვი და იყო თუ არა ცოცხალი ახალშობილი, როდესაც ის საპირფარეშოში ჩააგდეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ ქალი კასპის კლინიკაშია მოთავსებული. მისივე თქმით, ქალის ორსულობის შესახებ მეზობლებმაც არ იცოდნენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, 30 წლის ქალის ორსულობის შესახებ ქმარიც არ იყო ინფორმირებული. 

შს სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა