![jrd4jd7ts9i0sz1.jpg](/uploads_script3/news/jrd4jd7ts9i0sz1.jpg)
შუახნის კაცი, რომელსაც ზუგდიდში, თავის არეში, სავარაუდოდ, თხილის სატეხით დაზიანება მიაყენეს, გუშინ 11 სექტემბერს გარდაიცვალა.
შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.