logo
ENG



კახა კალაძე: ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს

27 დეკ 201918:39
3 წუთის საკითხავი
 
hw5qzm6w8zp3s7r.jpg

„ჩვენი ქალაქი არის ყველაზე ლამაზად განათებული და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს“, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე აკეთებს. მისი თქმით, მცდელობა, რომ ადამიანებს წაართვან საახალწლო განწყობა არავის არ გამოუვა.

„ჩვენი ქალაქი არის ყველაზე ლამაზად განათებული. ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეც გვაქვს. იმის მცდელობა, რომ ბავშვებს და ადამიანებს ვისაც უხარიათ, მოსწონთ საახალწლოდ მორთული თბილისი, წაართვან და მოჰპარონ განწყობა, ამ ადამიანებს ნამდვილად არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველაზე მაგარი კონცერტი გვექნება. ეს ტენდენცია და ეს მიდგომები გაგრძელდება ყველგან და ყველაფერში“, - განაცხადა თბილისის მერმა.


close დახურვა