ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ქართველ ხალხს მიმართა და მოუწოდა, არ დაკარგონ იმედი, რადგან ქვეყნის მომავალი მხოლოდ მათ ხელშია.
ელჩის თქმით, ეს არის ყველაზე აშკარა განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის — ევროკავშირი სრულ პატივს სცემს ხალხის თავისუფალ არჩევანს.
ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ორი გზავნილი არსებობს: ცუდი ის არის, რომ „ოცნების“ ხელისუფლების არადემოკრატიული ნაბიჯებისა და ანტიევროპული რიტორიკის გამო ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია;
ხოლო კარგი გზავნილი ის არის, რომ საქართველო რჩება კანდიდატ ქვეყნად, ევროკავშირის კარი ღიაა და კურსის ცვლილებისთანავე ბრიუსელი მზადაა თანამშრომლობისთვის. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობას და დასძინა, რომ საქართველოს მომავალს თავად ქართველები წყვეტენ.
