არსებული ინფორმაციით, კახეთში 25 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტში მოხდა.
წარსულში ნასამართლევმა 37 წლის კაცმა ახალგაზრდა კაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭრილობები მიაყენა. მძიმე დაზიანებები აქვს თავად ბრალდებულსაც - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბრალდებული დაკავებულია - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.