logo
ENG



კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

27 აპრ 202113:32
3 წუთის საკითხავი
 

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას რუსთაველის თეატრში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, მსახიობი დღეს გარდაიცვალა.

ის რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. 15 დეკემბერს ის ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა შემდეგ ისევ საავადმყოფოში მოათავსეს.

კახი კავსაძე 1935 წელს დაიბადა. კინოში მისი დებიუტი 1950–იან წლებში შედგა. რუსთაველის თეატრის მსახიობი კი 1959 წლიდან იყო. კახი კავსაძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი და ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი. ის 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. 

მისი აღსანიშნავი როლებია: ადამი ("ღვთაებრივი კომედია"), თავადი კოწია ("გუშინდელნი"), დევდარიანი ("საბრალდებო დასკვნა"), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონო"), სიმონ ჩაჩავა("კავკასიური ცარცის წრე"), ლორდ ჰასტინგსი ("რიჩარდ III"), კენტი ("მეფე ლირი"), რასპუტინი ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბატონი დევი ("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი"). კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან.

 


close დახურვა