logo
ENG



კახი კავსაძის ძმა: მართვით სუნთქვა საჭირო არ არის, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

29 ნოე 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

კახი კავსაძის ძმის თქმით, ამ ეტაპზე მსახიობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც იმერი კავსაძე ამბობს, კახი კავსაძისთვის მართვით სუნთქვა საჭირო არ არის.

"მართვით სუნთქვა არ არის საჭირო, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს.

კარგი მეთვალყურეობის ქვეშ არის, კარგი საავადმყოფოა, კარგი მოვლა. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება",-ამბობს იმერი კავსაძე.

მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი გუშინ, 28 ნოემბერს დაუდასტურდა, ის პირველ საუნივესრიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.


close დახურვა