ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით საქართველოში ვითარება გაუარესდა, რაც შეშფოთების საგანია.
"საქართველოში ვითარების გაუარესება რა თქმა უნდა არის შეშფოთების საგანი. დღეს ამას განვიხილავთ. აგენტების შესახებ კანონის ბოროტად გამოყენება იწვევს დიდი შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით. ასე რომ მოუთმენლად ველი საქართველოს საკითხის განხილვას ჩემს კოლეგებთან ერთად'', - განაცხადა კესტუტის ბუდრისიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. მსჯელობის თემა იქნება "საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები'' "ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან".
შეხვედრის მთავარ თემებს შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
