logo
ENG



კვლევა: 65%-ის აზრით რუსული კანონი NGO-ების და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას ემსახურება

14 მაი 202418:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/zj8rv05pu698ptp.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, თქვენი აზრით, რას ემსახურება [რუსული] კანონი, მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას, ხოლო 35%-ის აზრით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:

 

 

***

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.

 

 
 
 

close დახურვა