logo
ENG



კიბერდანაშაული თუ ხუმრობა - სუს-მა ბურჭულაძის შვილის ოფისი გაჩხრიკა

19 მარ 202008:31
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ გვიან ღამით პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისი გაჩხრიკეს და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.

როგორც გაირკვა, შუქრი ბურჭულაძის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, რომელიც მოკლეტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის, კავშირშია კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან.

წერილობით გზავნილში, რომელიც ადამიანებმა მიიღეს, ეწერა რომ ქვეყანაში კარანტინის გამოცხადება იგეგმება.

კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტება მალევე გააკეთა და თქვა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უბრალოდ იხუმრა და შეტყობინებები ოჯახის წევრებს გაუგზავნა.

 

"ჩვენი კომპანიის მხრიდან არ მოხდა. უბრალოდ მოხდა დამთხვევა, რადგან ჩვენი ერთი თანამსრომელი გაეხუმრა თავის ოჯახის წევრებს და ორ მეგობარს.  პრობლემა ისაა თუ რა ფორმით ოვიდნენ ჩვენთან. 50 კაცი იყო თუ მეტი. აწი მთავარია როგორ განვითარდება ეს ყველაფერი", - განაცხადა ბურჭულაძემ.

 


close დახურვა