logo
ENG



კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

18 იან 202311:38
3 წუთის საკითხავი
 
Magnolia-TV

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად ხანძარი გაჩნდა.

„ბროვარი. თვითმფრინავი ახლახან ჩამოვარდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაეცა. ვიკვლევთ მსხვერპლისა და გარემოებების შესახებ მონაცემებს“ - განაცხადა ტიმოშენკომ.

კიევის რეგიონის პოლიციის სპიკერის ირინა პრიანიშნიკოვას თქმით, ამ დროისთვის 5 ადამიანის დაღუპვის შესახებაა ცნობილი.

„ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეს საბავშვო ბაღის სიახლოვეს მოხდა. ცნობილია 5 დაღუპულის შესახებ“ - განაცხადა პრიანიშნიკოვამ.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები, ადგილზე იმყოფება ქალაქის მერიც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ცნობით, "ტრაგედიის დროს საბავშვო ბაღში ბავშვები და დაწესებულების თანამშრომლები იმყოფებოდნენ"


close დახურვა