კიევში აფეთქებების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა სახლები და სავაჭრო ცენტრი.
ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, აფეთქებები პოდოლსკის რაიონში მოხდა, სადაც ამჟამად დიდი ხანძარია. მისივე განცხადებით, მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ კიევში რუსეთის ნასროლი რაკეტა ჩამოაგდო.