logo
ENG



კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა

15 ნოე 202217:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/15/jo7qu0s95vv8jhl.jpg

კიევსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

"პეჩერსკის რაიონში, წინასწარი ინფორმაციით, [რაკეტები] ორ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო. ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები და სამაშველო ჯგუფები", - წერს კლიჩკო.

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ დედაქალაქში ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ გამოაქვეყნა ვიდეო ადგილიდან, სადაც რუსული რაკეტები ჩამოვარდა.


close დახურვა