logo
ENG



კიევში გამართული აქცია პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

17 დეკ 201917:49
3 წუთის საკითხავი
 
twglrq11dlbiax4.png

უკრაინის დედაქალაქში მიწის უცხოელებზე გასხვისების წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობის წინ ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან ჩხუბი მოჰყვა. არეულობის დროს დაუდგენელმა პირებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაშავდა ორი პოლიციელი და ერთი მომიტინგე. სამართალდამცველებმა ჩხუბში მონაწილე აქტივისტი დააკავეს. უკრაინაში 2002 წლიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი მოქმედებს. შარშან მისი ვადა 2020 წლამდე გაახანგრძლივეს, თუმცა ახალი კანონპროექტი მომზადდა, რომელიც  მორატორიუმის ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველებს მიწის ყიდვის უფლებას ანიჭებს. 


close დახურვა