logo
ENG



კიევში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი უცნობი ობიექტის დარტყმამ გამოიწვია

14 მარ 202210:32
3 წუთის საკითხავი
 

14 მარტს, გამთენიისას, 05:09 საათზე კიევში, ობოლონსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დადგინდა, რომ კიბის ნაწილობრივ, 1-ლიდან მე-3 სართულამდე და სახლის ფასადის 1-ლიდან მე-9 სართულამდე განადგურება უცნობი ობიექტის დარტყმამ განაპირობა. 

ცეცხლი გაჩნდა კორპუსის მესამე და მეოთხე სართულზეც. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ "როგორც ჩანს, მთვრალი ნაძირლები უბრალოდ მხიარულობდნენ სროლით". 


close დახურვა