logo
ENG



კიევში ჭურვი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს

15 მარ 202209:49
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 15 მარტს, გამთენიისას, კიევში ჭურვი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს პოდოლსკის რაიონში, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბანია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ხანძარი პირველიდან მეხუთე სართულამდე გავრცელდა. ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე ჩააქრეს.

გარდა ამისა, სულ მცირე ორი აფეთქება დაფიქსირდა გამთენიისას დედაქალაქის დასავლეთ გარეუბანში.


close დახურვა