კიკეთში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, 1 კი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები თბილისში ნიუ ჰოსპიტალსის სამედიცინო დახმარების ცენტრში უკვე გადაიყვანეს. დაჭრილთა შორის 2 ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორმულასთან აცხადებს, რომ იდენტიფიცირებულია დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შსს-ის ცნობით, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.