logo
ENG



კილაძე: გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერი განცხადება მგონია სპეკულაციური

20 ნოე 201917:35
3 წუთის საკითხავი
 
6or4l0hgu05d0ii.jpg

ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერი და ვინ დაიკავებს იმ ვაკანტურ ადგილებს, რომლებიც უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ დარჩა. განხილვები ამის შესახებ მმართველ გუნდში უკვე მიმდინარეობს.

რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ არ არის ცნობილი. 

სოფო კილაძის განცხადებით, ვაკანტურ ადგილებთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ფაქტია, რომ არსებობს ვაკანტური ადგილები და მათ შესავსებად მიმდინარეობს კონსულტაცია. გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერი განცხადება მგონია სპეკულაციური და გუნდის შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა,“ - აცხადებს სოფო კილაძე. 

„ქართულ ოცნებას“ კომიტეტების თავმჯდომარეების ასარჩევად ერთი კვირა აქვს, ვიცე-სპიკერი კი ორ კვირაში უნდა დამტკიცდეს. 

 

 

 


close დახურვა