logo
ENG



კიმი: ამ დღეებში ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რუსები მასიური თავდასხმისთვის ემზადებიან

28 თებ 202316:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/28/rf4i97dldnzohbs.jpg

მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, უკრაინელები ამ დღეებში ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ, რადგან რუსები მასიური თავდასხმისთვის ემზადებიან.

კიმის თქმით, უკრაინელი დამცველების ქმედება მუდმივად აჭიანურებს ოკუპანტების გეგმებს. ამასთან, გუშინ, მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უკრაინელებს მოუწოდა, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის ხმა.

"ამ დღეებში ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან რუსები ტექნიკურად მზად არიან უკრაინაზე დარტყმისთვის. ჩვენი უკრაინის შეაირაღებული ძალების და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მოქმედებების წყალობით, ისინი იტანენ ამ დარტყმას. ოკუპანტები ამისთვის ემზადებიან და ტაქტიკას ცვლიან", - თქვა კიმმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა