logo
ENG



კინზინგერი: ამ კანონს მხოლოდ მოსკოვში უჭერენ ხმას, ქართველ ხალხს ვერასდროს გააჩუმებენ

03 მაი 202414:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/9ucwoqeege803jn.jpg

ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, საქართველო რუსეთს საბოლოოდ დაუკავშიროს, რასაც ტყუილისა და პროპაგანდის საშუალებით აკეთებს.

კინზინგერი ამბობს, რომ რუსულ კანონის მხარს მხოლოდ მოსკოვში უჭერენ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და დაამატა, რომ მის ხმას "ვერასდროს გააჩუმებენ."

"ქართველმა ხალხმა იცის, რას წარმოადგენს რუსეთი და აშკარაა, რომ არ სურს მისი ნაწილი იყოს. ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ და მისმა დე ფაქტო ლიდერმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, საქართველო რუსეთისკენ მიმართოს. იგი ამას აკეთებს პროპაგანდითა და ტყუილით - თითქოს მათ სურთ, რომ საქართველო თავს დაესხას რუსეთს უკრაინის გამო. ეს აშკარა სიგიჟეა. შემდეგ ხელახლა მოახდინეს აგენტების კანონის ინიცირება, რომლის არსიც ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ. ეს არის კანონი, რომელსაც მხარს უჭერენ ქართული ოცნების პატრონები მოსკოვში. ამის საპასუხოდ კი ქართველი ხალხი ქუჩაში გავიდა. ამერიკა თქვენს გვერდით დგას, ისევე როგორც ევროპა. ქართველი ხალხის ხმას ვერასდროს გააჩუმებენ", - თქვა კინზინგერმა. 


close დახურვა