logo
ENG



კინზინგერი საქართველოს მთავრობაზე: ცუდ მესიჯს გზავნიან, მაშფოთებს ავტორიტარიზმისკენ სვლა

23 თებ 202122:59
3 წუთის საკითხავი
 
კინზინგერი საქართველოს მთავრობაზე: ცუდ მესიჯს გზავნიან, მაშფოთებს ავტორიტარიზმისკენ სვლა

საქართველოს მთავრობას ვეტყოდი, რომ ისინი ძალიან ცუდ მესიჯს გზავნიან, მე ძალიან მაშფოთებს დემოკრატიისგან დაშორება და ავტორიტარიზმისკენ სვლა.

ახალ პრემიერზე კომენტარს არ გავაკეთებ მაგრამ ნათელია, რომ წინა პრემიერმინისტრისთვის მისაღები არ იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ეს ბევრს ამბობს განსხვავებებზე პარტიის შიგნით. ვისაც არ უნდა მიეღო დაკავების გადაწყვეტილება, იქნება ეს მთავრობის მაღალ დონეზე თუ ხელოვნურად მაღალ დონეზე, ვინც არ უნდა იყოს, საჭიროა, გამოვიდეს და ახსნას, რატომ აქვთ მათ უფლება, ასეთი ნაბიჯი გადადგან და რას ეფუძნება ეს. ჩვენ არ უნდა წარმოავდგენდეთ ქვეყნებს, რომელსაც პიროვნებები მართავენ, არამედ ქვეყნებს, რომელიც კანონით იმართება.


close დახურვა