logo
ENG



კირილენკო: ბოლო ერთ დღეში რუსებმა დონეცკის რეგიონში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

09 დეკ 202216:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/09/r7p3r9ye9xiqzdx.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა დონეცკის რეგიონში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 8 დეკემბერს, ცნობილი გახდა რუსების მიერ დონეცკის რეგიონში მოკლული 5 მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ: 3 ბახმუტში, 1 ტორეცკში და 1 ნეტაილოვოში.

რეგიონში კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა