logo
ENG



კლინიკა გულის 70-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 ნოე 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

კლინიკა გულის 70-მდე თანამშრომელს, მათ შორის დირექტორ ანზორ მელიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მელია ფორმულასთან ამბობს, კლინიკაში ვირუსი პაციენტმა შეიტანა. მისივე თქმით, კლინიკა არ არის კოვიდმიმღები, იქ გულის პრობლემების მქონე პაციენტებს მკურნალობენ და დაფიქსირდა შემთხვევები, როცა პაციენტმა სიმპტომები დამალა, კლინიკაში ვირუსი კი ასე გავრცელდა.

კლინიკა ამ დროისთვის თითქმის დახურულია. მელიას განცხადებით, მხოლოდ კარდიოქირურგიული დეპარტამენტი მუშაობს, სანამ მათ ამის რესურსი გააჩნიათ. 

საქართველოში დღეს, 26 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 გარდაიცვალა. 


close დახურვა