logo
ENG



კლინტონი: რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში ნატოს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი

18 აგვ 202000:08
3 წუთის საკითხავი
 
sq5zireurpiutlq.jpg

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანს დიდი სამუშაო აქვს გასაწევი, რათა დემოკრატიული საყრდენი თავიდან ააშენოს. 

როგორც კლინტონმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ინტერვიუში აღნიშნა, მსოფლიომ რუსეთის აგრესია ნახა საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში. 

"დიდი სამუშაო გვაქვს გასაწევი ატლანტიკურ ალიანსში, რათა ჩვენი ერებისა და ურთიერთკავშირების დემოკრატიული საყრდენი ხელახლა ავაშენოთ. მე ისევ მჯერა, რომ ნატო-ს კვლავ აქვს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი როლი შესასრულებელი რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში, რომელიც ვნახეთ საქართველოში, უკრაინაში, ახლა ვხედავთ აქტივობას ბელარუსში და ვხედავთ იმ საფრთხეებს, რომელსაც რუსეთი უქმნის დემოკრატიას ბალკანეთის ქვეყნებში", - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა. 


close დახურვა