logo
ENG



კოალიცია ძლიერი საქართველოს საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

15 აგვ 202415:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/amnt8dq7oao1bip.jpg

კოალიცია ძლიერი საქართველოს საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს.

გამყრელიძე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შტაბის გახსნაზე წარადგინა. 

დავით გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის არ აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას და მხოლოდ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება, შტაბის სპიკერი კი - ანა ნაცვლიშვილი.

"ჩემი ამოცანა ამ ადამიანებთან ერთად იქნება, რომ კოალიცია ძლიერმა საქართველომ ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მთავარი მიზანი პირადად ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს და იქნება ის,რომ ჩვენ უზრუნველვყოთ რეჟიმის ცვლილება, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულდება. 

ჩემს ერთერთ ფუნქციად ვხედავ იმასაც, რომ მაქსიმალური კოორდინაცია მოვახერხოთ კოალიციამ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა კოორდინირებულად დავაფიქსიროთ გამარჯვება 26 ოქტომბერს და სახლში გავუშვათ რუსული ხელისუფლება"- დავით გამყრელიძე.

კოალიციაში გაერთიანებული არიან ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის, პარტია მოქალაქეები და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი.


close დახურვა