logo
ENG



კოალიცია TV პირველზე: ეთიკის საბჭომ შეისწავლოს მდინარაძისგან შესაძლო დისკრიმინაცია

24 ივნ 202215:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/24/y2fnkk4na783932.png

მედიის ადვოკატირების კოალიცია TV პირველის წარმომადგენლებზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საკითხებს ეხმაურება და მოუწოდებს, რომ ფაქტების მოკვლევა დაიწყოს.

"დღეს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გადამღებ ჯგუფს აგრესიული პირები ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გუშინ, TV პირველის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მხრიდან დისკრიმინაციის და აგრესიული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა საჯარო შეხვედრისას მის მიმართ არაერთხელ გამოიყენა არაკორექტული ლექსიკა, ისევე როგორც შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი, ასევე დისკრიმინაციული ფრაზები.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დოლიძის ქუჩაზე TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე. კოალიცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ", - წერია განცხადებაში.


close დახურვა