„ქართული ოცნების“ დეპუტატის კობა კობალაძის შვილს და კიდევ 5 პიროვნებას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავაბულნი არიან როგორც საქმეში ბრალდებულები, ისე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული ერთი პირიც.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ.”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და მის თანმხლებ პირებს 23 წლის ახალგაზრდას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.