logo
ENG



კობახიძემ საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატები დაასახელა

25 ნოე 202410:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მინისტრობის სამი კანდიდატი დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, დღეს დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კანდიდატი - დავით სონღულაშვილი იქნება.

რაც შეეხება ყოფილ მინისტრებს - რატი ბრეგაძეს, ილია დარჩიაშვილსა და ოთარ შამუგიას, კობახიძის თქმით, ისინი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს დაიკავებენ.

კობახიძემ, ისევე როგორც მინისტრობის კანდიდატებმა მედიის კითხვებს არ უპასუხეს და არც პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. 

 


close დახურვა