logo
ENG



კობახიძე:საგანგებო საკითხებზე ბატონ ბიძინასთან ერთად ვიკრიბებით, ერთად ვმსჯელობთ

12 ოქტ 202616:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/12/7079ntagof261vx.png

 

ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ რჩევებს, ერთად განვიხილავთ საკითხებს, ის არის აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. ისევე როგორც მმართველი გუნდი, ამ მმართველი გუნდის ლიდერიც ანგარიშვალდებულია ქართველი ხალხის მიმართ. ის არის გუნდის ლიდერი, შესაბამისად, ისევე როგორც გუნდი, თითოეული ჩვენგანი, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერიც მთლიანად იზიარებს პასუხისმგებლობას, რომლებიც წარიმართება. ერთპიროვნულად საერთოდ არ მიიღება გადაწყვეტილებები. მთავრობაში არც მე ვიღებ ერთპიროვნულად რაიმე გადაწყვეტილებას და არც პოლიტიკურ გუნდში მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი არ იღებს. არც ერთი გადაწყვეტილება ჩვენთან ერთპიროვნულად არ მიიღება, ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯელობას. თუ არის საგანგებო მნიშვნელობის საკითხები, ბატონ ბიძინასთან ერთად ვიკრიბებით ხოლმე, ერთად ვმსჯელობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, დღესაც არის ბოლომდე ჩართული პროცესებში. თქვენ იცით, რომ ფორმალურ თანამდებობაზე ყოფნის ინტერესი არ ჰქონია არასდროს, არც მაშინ, როდესაც იკავებდა ფორმალურ საჯარო თანამდებობას, ერთ წელში დატოვა მან ეს თანამდებობა, ეს არის მისი განწყობა.


close დახურვა