logo
ENG



კობახიძე: დასტურის გარეშე პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი კონსტიტუციის დარღვევაა

14 მარ 202213:35
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა სიმართლე თქვა ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტთან დაკავშირებით, ე.ი მან კონსტიტუცია დაარღვია და "ამაში გაერკვევიან". 

"ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით". - თქვა კობახიძემ. 

კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა პრეზიდენტს ტყუილში, კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სავარაუდოდ, მართალი თქვა.

პირიქით, თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, მაგას გავარკვევთ". - თქვა მან. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ  26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე. 

ზურაბიშვილის თქმით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა. 


close დახურვა