logo
ENG



კობახიძე: დღეს არ გვიმსჯელია საპარლამენტო თანამდებობებზე

16 ნოე 201913:28
3 წუთის საკითხავი
 
84i533asgn918sz.png

„ქართული ოცნების ოფისში“ უმრავესობის სხდომა დასრულდა. მედიასთან კომენტარს უმრავლესობის წევრები აკეთებენ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ,ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე დღეს არ განხილულა საკითხი საპარლამენტო თანამდებობის შესახებ.

„გვქონდა სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. რა თქმა უნდა, გავარჩიეთ ის, რაც მოხდა გასული დღეების განმავლობაში, ეს იყო  პრინციპში ერთ-ერთი მთავარი თემა ამ შეხვედრის. ასევე იყო საუბარი იმ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს მომდევნო კვირების განმავლობაში, მათ შორის, საპარლამენტო დღის წესრიგზეც გვქონდა საუბარი, დღეს არ გვიმსჯელია საპარლამენტო თანამდებობებზე, მოგვიანებით გვექნება ამაზე საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა