პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე "ძალადობრივი დაჯგუფებები" იყვნენ, რომლებსაც "უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ". მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
ასევე, კობახიძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თითოეულ პოლიციელს "მოთმინებისთვის"
"მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს, მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ.
პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგე მცდელობისაგან.
გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა, რისთვისაც თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო", - თქვა კობახიძემ.