logo
ENG



კობახიძე: როგორი სისტემაც არ უნდა მოიგონონ "ქართული ოცნება" მაინც გაიმარჯვებს

15 ნოე 201902:46
3 წუთის საკითხავი
 
2puxfw1eawzssu9.png

როგორი სისტემაც არ უნდა მოიგონონ "ქართული ოცნება" მაინც გაიმარჯვებს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე აკეთებს. მისი განცხადებით, უმრავლესობის შენარჩუნების პრობლემა არ იქნება და ამ კუთხით ისინი არანაირ პრობლემას არ ელოდებიან.

"გუნდი ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას, თუმცა ჩვენ ვიქნებით ორიენტირებულები იმაზე, რომ გუნდის ერთიანობა უზრუნველვყოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიმუშავებთ," - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე შექმნილმა ვითარებამ რამდენად დააზიანა ან დააზიანებს, თუ არა ის მმართველ პარტიას კობახიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოებასთან აქვს კომუნიკაცია და ეს არჩევნებში წარმატების საფუძველია.

"ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ არჩევნებში მოვიპოვებთ გამარჯვებას. ჩვენი ამოცანაა ვესაუბროთ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს არამედ ვესაუბროთ პირველ რიგში საზოგადოებას. ეს ჩვენი წარმატების საფუძველია არჩევნებში. ბოკერია ესაუბრება ინაშვილს, თარხან-მოურავი უგულავას, ბურჯანაძე სააკაშვილს ეს არის მათი დღის წესრიგი. ეს არის ლუსტრაცია. და ეს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს. როგორი სისტემაც არ უნდა მოიგონონ "ქართული ოცნება" მაინც გაიმარჯვებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა