logo
ENG



კობახიძე: როდესაც IRI-ი და ენმ ერთ ორგანიზაციას უკვეთავს კვლევას, ჩვენთვის ეს პრობლემაა

17 დეკ 201912:24
3 წუთის საკითხავი
 
kgsd8vuomh9wasf.jpg

ამერიკაში ვიზიტისას პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ IRI-ის თავმჯდომარესთან დენიელ თვაინინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლების კრიტიკის მთავარი ობიექტები არიან ის კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-თვის აკეთებენ.  კობახიძის თქმით, მთავარი ამოცანაა ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდეს და ეს შედეგზე ორიენტირებული იყოს.

„სოციალოგიური კვლევების საკითხზეც გვქონდა საუბარი. ასევე შევეხეთ იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან „ნაციონალური მოძროაბის“ ლობირებაზე, რაც ოფიციალურად გაფორმებულია. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა თანამშრომლობა გავაგრძელოთ და ეს შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის მთავარი პარტნიორები. კვლევებს რაც შეეხება, კრიტიკის მთავარი ობიექტები არიან ის კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც კვლევას IRI-თვის აკეთებენ. ეს არის „აი პი ემი“. სწორედ ამ ორგანიზაციას ქირაობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ შორის ლოიალური დამოკიდებულებაა. რაც ჩვენთვის პრობლემური მოვლენაა. როდესაც IRI-ი და „ნაციონალური მოძროაბა“ ერთ ორგანიზაციას უკვეთავენ კვლევას, ჩვენთვის ეს პრობლემაა. მით უმეტეს, როდესაც კვლევის შედეგები რეალურ სურათსაა აცდენილი და ამის მაგალითებიც მოვიყვანეთ“, - განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა NDI და IRI გააკრიტიკა. „იმედის“ ეთერში ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვლევითი ორგანიზაციები „უნდოა“ და ისინი ამახინჯებენ კვლევებს და ამერიკელი ხალხისგან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, "ქართული ოცნების" კრიტიკით, აშშ-ს ინტერესებს აზიანებენ.


close დახურვა