logo
ENG



კობახიძე: სასამართლოში აღმოფხვრილია ყველა სისტემური პრობლემა

12 ოქტ 202413:04
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: სასამართლოში აღმოფხვრილია ყველა სისტემური პრობლემა

2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის ეს ეხება დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას და ეს ეხება კონკრეტულად სასამართლოს უზენაესობას. [...] რადიკალურად და ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება სასამართლო სისტემაში, რასაც სტატისტიკაც მოწმობს, რამდენჯერმე არის გაუმჯობესებული სტატისტიკა სისხლის სამართლის საქმეებზე, სამოქალაქო საქმეებზე, ადმინისტრაციულ საქმეებზე. ასევე რამდენჯერმე არის შემცირებული სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. ყველა ეს მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რომ სასამართლოში ჩვენ გვაქვს არამხოლოდ ფუნდამენტური პროგრესი, არამედ აღმოფხვრილია ყველა სისტემური პრობლემა ან ყველა მეტ-ნაკლებად მასშტაბური პრობლემა, რაც შეიძლება, ზოგადად ამა თუ იმ ქვეყანაში, სასამართლოში არსებობდეს.


close დახურვა