logo
ENG



კობახიძე: ხალხის ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს, საბოლოოდ, პასუხი უნდა აგოს ღალატისთვის

15 აგვ 202418:32
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ხალხის ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს, საბოლოოდ, პასუხი უნდა აგოს ღალატისთვის

[ოლიმპიელებთან] საჯარო ღონისძიებასაც განვიხილავთ. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ არის აგვისტოს თვე, შესაბამისად, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული, ასეთ დროს, შეიძლება, ის მუხტი ვერ შეიქმნას, როგორიც ჩვენს ოლიმპიელებს ეკუთვნით, თუმცა ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ეს ღონისძიება არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში. [...]

ხალხის, მგონი, სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს და ის, საბოლოო ჯამში ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი. რეალურად მოუწევს თვალი თვალში გაუსწოროს საქართველოს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში, მანაც პასუხი უნდა აგოს იმ ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ჩადის


close დახურვა