logo
ENG



კობახიძე აბაზოვზე: ის არ იქნება საარჩევნო სიაში

24 ივლ 202023:22
3 წუთის საკითხავი
 
zcop7dp9cqkntcj.jpg

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ თემურ აბაზოვი მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში არ იქნება.

„ის არ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში“, - განაცხადა კობახიძემ.

23 ივლისს აბაზოვმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნებიდან" პროპორციული სიით არჩევნებში კენჭისყრა შესთავაზეს. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" პრესსამსახურმა აბაზოვის პროპორციულ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია უარყო. 

აბაზოვმა  "ფორმულას" განუცხადა, რომ პროპორციულ სიაში კენჭისყრასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებიდან" შეთავაზება ნამდვილად მიიღო, თუმცა არ დაუდასტურებია, კონკრეტულად ვინ გაუკეთა შეთავაზება. 

თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. აბაზოვს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას სასამართლოში ედავებოდნენ - 2018 წელს დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. 


close დახურვა