logo
ENG



კობახიძე აქციაზე: სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე ზურაბიშვილი რაღაცებში, უბრუნდება მერე

16 ივნ 202222:09
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე აქციაზე: სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე ზურაბიშვილი რაღაცებში, უბრუნდება მერე

ჩვენი განმარტება რაც იყო, გამართლდა. ჩვენ ვამბობდით, რომ მოუმზადებელი იყო აქცია, საქართველოში ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%. აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. პოლიციელები პლუს. როცა ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ უნდა შეეკითხო. ტექნიკური მხარეც რომ ავუღოთ, მერია ვიღაცა ხომ უნდა გაეფრთხილებინა, რომ უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. [...] სამწუხაროდ არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და თვითონ უბრუნდება მერე ეს ყველაფერი.


close დახურვა