logo
ENG



კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება

17 ოქტ 202616:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/17/yuxidmu6vlbx9pb.png

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი კულტურის მინისტრის, თიკა რუხაძის შესახებ და პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე  გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი.

კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის პირველადი ინფორმაციით, საქმეში რაიმე სახის ფინანსური დარღვევა არ იკვეთება.

"პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. ამასთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცია უკვე მაქვს მთავრობის ადმინისტრაციიდან. პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც, ბევრად მეტი იყო გამოყოფილი და ამ თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა.

თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ინტერესია და არაერთი განცხადება იყო, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, სრული, დეტალური ინფორმაცია გაუზიაროთ საზოგადოებას და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ", - თქვა კობახიძემ.

ყოფილი კულტურის მინისტრის მისამართით დათო ოქიტაშვილმა საჯაროდ დასვა შეკითხვა - თუ სად წავიდა მილიონები, რაც სწორედ პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის გაწეულ ხარჯებს უკავშირდებოდა. 

ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის დაინტერესებაც არ გამორიცხა.


close დახურვა