logo
ENG



კობახიძე განათლების რეფორმაზე: „ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი“ რესურსებს დაზოგავს

06 აგვ 202617:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/06/d9jyv7vmy2rfpoy.jpg

ირაკლი კობახიძე: „ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი“ რესურსების ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს ქართული ოცნების პემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ შემუშავდა რეფორმის სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი „ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტია“.

ოცნების პრემირის განმარტებით, აღნიშნული პრინციპის შესაბამისად ფაკულტეტები უნივერსიტეტებს შორის უკვე გადანაწილდა, რაც არსებული მწირი რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს. „უმაღლესი განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია რეფორმისთვის. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია „ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი“ და ამ პრინციპის შესაბამისად გადანაწილდა ფაკულტეტები უნივერსიტეტებს შორის.

 ოპტიმიზაცია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ არსებული საკმაოდ მწირი რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ პრინციპიდან გამომდინარე განხორციელდა მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებები ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი ეს რეფორმა, რაც ქართველი სტუდენტებისთვის განათლების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


close დახურვა