logo
ENG



კობახიძე გახარიაზე: "ბანკებით" სირბილს ურჩევნია, კოკაინს შეეშვას

18 სექ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარაიამ ნარკოტესტი "მაინცდამაინც იმ კლინიკაში გაიკეთა, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება და ეს ყველაფერზე მეტყველებს". 

გახარიას პარტიამ გუშინ, 17 სექტემბერს ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ანალიზის პასუხი გაასაჯაროვა. ანალიზი 14 სექტემბერს ჩატარდა და პასუხის მიხედვით, გახარიას  არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა.

"მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი. ეს არის იუშენკოს სკანდალი, როცა კლინიკის მთავარი ექიმი დაუპირისპირდა მენეჯმენტს და გადადგა. მენეჯმენტი მას კვლევის გაყალბებას სთხოვდა. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გაგზავნა საკუთარი "ბანკა" გიორგი გახაარიამ

ეს, ბუნებრივია, ყველაფერზე მეტყველებს. ასეთი "ბანკებით სირბილს ურჩევნია, შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა. 


close დახურვა