logo
ENG



კობახიძე ზეიაზე: ვერ მოვისმინე ვერც ერთი პუნქტი, რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა

13 ივლ 202414:49
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ზეიაზე: ვერ მოვისმინე ვერც ერთი პუნქტი, რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის დროს "საინტერესო მეგობრული" საუბარი ჰქონდა. მისივე თქმით, მან ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინა ანტიდემოკრატიულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

პრემიერმინისტრი თუშეთში იმყოფება და მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. 

"მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. მქონდა კითხვები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. აქაც, კიდევ ერთხელ, იყო ზოგადო შეფასება, ყოველგვარი არგუმენტაციის, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ მომავალში წარმოედგინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება ზოგად კომენტარებზე რეაგირება. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც არაერთგზის დავაფიქსირეთ. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები და კვლავაც ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.


close დახურვა