logo
ENG



კობახიძე ზურაბიშვილზე: აფხაზეთი და ცხინვალი მოიხსენია, როგორც მეზობლები

27 მაი 202217:54
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ზურაბიშვილზე: აფხაზეთი და ცხინვალი მოიხსენია, როგორც მეზობლები

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლის დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მეზობლებად მოიხსენია.

გარდა ამისა, კობახიძემ გააკრიტიკა პრეზიდენტი სასამართლოსთან დაკავშირებული განცხადების გამო.

"ეს შეიძლება აღსანიშნიც არ ყოფილიყო იმ ფონზე, როცა გუშინ მან პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე, ამ ფონზე სასამართლოსთან დაკავშირებული განცხადება არის არაფერი", - თქვა კობახიძემ.

26 მაისს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ აპირებს ომით ტერიტორიების დაბრუნებას. 

"დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა", - თქვა მან. 

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სირცხვილია, რომ საქართველო სამართლის ისტორიას" სათანადოდ ვერ აგრძელებს. მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა ქართული სამართლის ძეგლებიდან და თქვა, რომ "ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა". 


close დახურვა