logo
ENG



კობახიძე რიშზე: ქართველი არ არის და არ იცის, აქ რა ხდებოდა 2012 წელს

05 ოქტ 202116:11
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე რიშზე: ქართველი არ არის და არ იცის, აქ რა ხდებოდა 2012 წელს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სენატორმა ჯიმ რიშმა არ იცის, რა ხდებოდა 2012 წელს საქართველოში, რადგან ქართველი არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. 

"როდესაც ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოკითო, მე არ ვიცი, ეს არის წარმოუდგენელი რამ. [ჯიმ რიშმა] იმ კაცმა არ იცის და თქვენ ხომ იცით, რაც ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში, თუ არ გახსოვთ, შეიძლება ბავშვი იყავით მაშინ. რა თქმა უნდა, ის ქართველი არ არის და არ იცის აქ რა ხდებოდა, მაგრამ თქვენ არ ვიცი, შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ 2012 წელს რაც ხდებოდა ის იყო წარმოუდგენელი რამ, და როცა ადარებ 2012 წელს 2021 წელს, ნიშნავს, რომ ან არ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წელს, ან სხვა რამეშია საქმე", - ამბობს კობახიძე. 

ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები "დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი" იყო. სენატორი შეშფოთებულია დაშინებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით.


close დახურვა