logo
ENG


რიში: საქართველოში არჩევნები იყო დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი
ჯიმ რიში
05 ოქტ, 2021 09:13
რიში: საქართველოში არჩევნები იყო დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი
  • 2812ნახვები

საქართველოში ეს არჩევნები იყო დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს მეორე ტურის დაკვირვებას. 

შეშფოთებული ვარ დაშინებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ეუთო-ს მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია.

წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა