logo
ENG



კობახიძე სააკაშვილზე: ზოგადად, უკრაინის ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის შეურაცხმყოფელია

04 ივლ 202310:44
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების პოზიცია მათთვის "შეურაცხმყოფელია". ამის შესახებ მან ისაუბრა პრესკონფერენციაზე, სადაც 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა.

"მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ ზოგადად ხელისუფლების ეს პოზიცია არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო მათ შორის ისიც, რაც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულები საქართველოში სააკაშვილის გამოგზავნაში და დღეს როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს", - თქვა კობახიძემ.

3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. ზელენსკი საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს. როგორც ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უწყებამ შემდგომში საქართველოს ელჩი დაიბაროს და სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის უკმაყოფილებაც დაუფიქსიროს.

***

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. 

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. 

გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 

სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა - ფოტოები სასამართლო ჩართვიდან


close დახურვა