„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს აფასებს და საარჩევნო პროცესის პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესში ორი ძირითადი პრობლემა იკვეთება, რომლებზე მსჯელობაც სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს.
„დღესაც განიხილება ორი ძირითადი თემა - ეს არის საარჩევნო დავების საკითხი და ადმინისტრაციული რესურსის დავები. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა ინიციატივა, რომელიც დადგება ჩვენი შეხვედრის მონაწილეების მხრიდან და რა თქმა უნდა, მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში“, - განაცხადა კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გუშინ დაიწყო, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოხერხდა, თუმცა არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხზე კონსენსუსი ჯერაც არაა მიღწეული. სამუშაო ჯგუფში ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციის მიხედვით მსჯელობენ.