logo
ENG



კობახიძე სანქციების შესაძლო დაწესებაზე: ეს ნაც.მოძრაობის ოცნებაა, რომელსაც ასრულება არ უწერია

06 თებ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 
xezatq4qe6p3afe.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონგრესმენების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, აცხადებს, რომ ვაშინგტონიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება. 

მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ სანქციების დაწესება "ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა". 

"არავითარ შემთხვევაში არ ველოდებით. როგორც არ ჩამოუვიდათ დასკვნა გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც აღსრულება არ უწერია. ამაში ვართ მყარად დარწმუნებული. არასდროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ისე მყარი, მჭიდრო და განვითარებული, როგორც დღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო მკაცრად  გააკრიტიკეს. ამერიკელი კანონმდებლები მათ მიერგამოგზავნილ წერილებში აღნისნავდნენ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული გამნივითარების გზიდან გადაუხვია. ასევე, ისინი ხელისუფლების მიერ შეუსრულებელ დაპირებაზე საუბრობდნენ და მოუწოდებნდნენ "ქართულ ოცნებას" პროპორციულ საარჩევნო" სისტემაზე გადასულიყო. წერილები სხვადასხვა თარიღებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო. ზოგიერთი მათგანი შესაძლო სანქციების დაწესებაზეც საუბრობდა. 

 

 


close დახურვა