ქართული ოცნების შეთქმულების თეორია მეორე ფრონტის შესახებ სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე სიენენზე შეტევას არ წყვეტს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალისტის კითხვის უკან საქართველოზე კოორდინირებულ შეტევას ხედავს. კობახიძე ამბობს, რომ სიცრუის ტირაჟირებაში საქართველოს პრეზიდენტიც აიყოლიეს.